ყურადღება1

  მოგესალმებით!

            ქართულმა ენამ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ენათა კულტურაში. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო საუკუნეების განმავლობაში, მრავალჯერ იყო განადგურების,  გაქრობის საფრთხის წინაშე სხვადასხვა რჯულისა თუ ერთმორწმუნე დამპყრობლების ინტერესების გამო, მაგრამ ის ძალიან სიცოცხლისუნარიანი და ძლიერი აღმოჩნდა, დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი გახდა. ერთ-ერთი ბოლო განსაცდელის გადატანის შემდეგ კი მისი აღნიშვნის დღეც დაწესდა - 14 აპრილი.

           ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დამოკიდებულება აქვს მომავალ თაობას ქართულ კულტურასთან, კერძოდ,  ენასთან .   ახალგაზრდებს აქვთ კი გაცნობიერებული მისი უნიკალურობა, იციან ქართული ენისა და დამწერლობის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები, ესმით  ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს გზადაგზა და არიან მზად, იტვირთონ  ენის დაცვა და საფრთხეების აღმოფხვრა?  სწორედ ამ  პრობლემების განსახილველად დაიგეგმა ეს პროექტი.
           დაწვრილებით  ინფორმაციას  გაგაცნობთ  თანმიმდევრულად.  თვალი  ადევნეთ  ჩვენს  ბლოგს.
              ბლოგი შეიქმნა ზემო მაჩხაანის სკოლის მოსწავლეების მიერ, ორგანიზატორი სკოლის თვითმმართველობა, ქართულის მასწავლებელი მანანა ყოჩიაშვილი.

Comments