Posts
Showing posts from March, 2023
ყურადღება!
- Get link
- X
- Other Apps
დღეს მოეწყო შეხვედრა მასწავლებელსა და ბლოგის სამუშაო ჯგუფს შორის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესრულებული სამუშაოს ,,შავი" მასალები,მონახაზები. განვიხილეთ კვლევის პირველადი მონაცემებიც. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, უნდა გამოიკითხოს მშობელთა და თემის წარმომადგენელთა დარჩენილი ნაწილიც. გარდა ამისა, მომზადდა საინფორმაციო ბროშურის მონახაზი, საბოლოო ვერსია დარიგდება თემში.
ყურადღება1
- Get link
- X
- Other Apps
მოგესალმებით! ქართულმა ენამ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ენათა კულტურაში. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო საუკუნეების განმავლობაში, მრავალჯერ იყო განადგურების, გაქრობის საფრთხის წინაშე სხვადასხვა რჯულისა თუ ერთმორწმუნე დამპყრობლების ინტერესების გამო, მაგრამ ის ძალიან სიცოცხლისუნარიანი და ძლიერი აღმოჩნდა, დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი გახდა. ერთ-ერთი ბოლო განსაცდელის გადატანის შემდეგ კი მისი აღნიშვნის დღეც დაწესდა - 14 აპრილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დამოკიდებულება აქვს მომავალ თაობას ქართულ კულტურასთან, კერძოდ, ენასთან . ახალგაზრდებს აქვთ კი გაცნობიერებული მისი უნიკალურობა, იციან ქართული ენისა და დამწერლობის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები, ესმით ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს გზადაგზა და არიან მზად, იტვირთონ ენის დაცვა და საფრთხეების აღმოფხვრა? სწორედ ამ პრობლემების განსახილველად დაიგეგმა ეს პროექტი. ...